მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ ბატიაშვილი - თუ რაიმე რისკები იქნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ - 21 იანვარი 2019

ufleba.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში არსებულ მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, ბატიაშვილის თქმით, სამინისტროს მხრიდან გადაწყვეტილებას უსწრაფესად მიიღებენ.

როგორც მინისტრი აცხადებს, დღეს სასწავლო პროცესი მშვიდად დაიწყო.

„ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად, ფაქტობრივად ყოველ საათში ერთხელ კომუნიკაცია სკოლებთან განხორციელდება და თუ გარკვეულ რისკებთან იქნა დაკავშირებული სწავლის პროცესის როგორც მიმდინარეობა, ისე ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, შესაბამის ღონისძიებებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც დამოკიდებული თვითონ პროცესიდან გამომდინარე იქნება.

სამინისტრის თანამშრომლები ყოველწუთიერად ამ პროცესში ჩართულები არიან. თუ შესაბამისი გადაწყვეტილებები საჭირო გახდა, უსწრაფესად მივიღებთ. გავაფრთხილებთ მოსახლეობასაც და მშობლებსაც, მაგრამ როგორც ვიცით, დღეს დილით პროცესი საკმაოდ მშვიდად დაიწყო და მშვიდად მიმდინარეობს.

ბავშვები სკოლებს დაუბრუნდნენ და თუ რაღაც გადაწყვეტილება საჭირო იქნება, ამის შესახებ ყველას უსწრაფესად ვაცნობებთ“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილი სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჰიგიენას.

„როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა განახლდა. დღეს დილითაც, ჩვენი სამინისტროს მხრიდან ახალი რეკომენდაციები გავრცელდა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი ჰიგიენური წესების მაქსიმალურ დაცვას ეხება, რაც ინფექციური და ვირუსული დაავადებების შემდგომ გავრცელებას შესაბამისად აგვარიდებს“,- აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE