მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნისას მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა" - 24 იანვარი 2019

ufleba.ge

ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა, – ასე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა და ჯანდაცვის სისტემა ფორსმაჟორულ ვითარებაში ეფექტურად ვერ მუშაობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 2013 წლის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს.

„ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა. 2013 წლის შემდეგ კი, დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 85 პროცენტი ძირითადად მთელ მსოფლიოში, გრიპის დაწყებამდე ტარდება, ასე მოხდა საქართველოშიც. გასულ წელს, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 41 000 ადამიანი აიცრა, გაორმაგდა აცრა 2017-2018 სეზონთან მიმართებაში. გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, კიდევ მეტია საჭირო.

გუშინ ქვეყანაში ვაქცინის გარკვეული რაოდენობა შემოვიდა და დამატებით კიდევ შემოვა, რომელიც ყველაზე უფრო მაღალ რისკჯგუფს მოხმარდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ყველაზე უფრო მომატებული რისკჯგუფი ორსული ქალბატონები არიან. დღევანდელ თათბირზე, გრიპის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც გადაწყდა, რომ სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა ძირითადად ორსულებს მოხმარდეთ. კერძო სექტორიც დათანხმდა და ამ სეზონზე პირველ რიგში, ორსულებს აცრიან,  ხოლო შემდგომ სხვა რისკჯგუფებს“, – განუცხადა "პირველ არხს" გამყრელიძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE