მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები გაიფიცნენ - 29 იანვარი 2019

ufleba.ge

პროფკავშირების ინფორმაციით, ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები გაიფიცნენ.

როგორც პროფკავშირების ინფორმაციაშია აღნიშნული, დასაქმებულები აცხადებენ, რომ არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები და ხელფასებს დროულად ვერ იღებენ.

გაფიცულების თქმით, ადმინისტრაცია მათ არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი შეწყვეტილია ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება, რის გამოც გათბობისა და წყლის გარეშე არიან დარჩენილი და პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან.

„მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლების განცხადებით, ანალოგიური სიტუაციაა დაწესებულების სამივე ფილიალში, სადაც მთლიანობაში 200 ადამიანია დასაქმებული.

კლინიკა ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის პირველი კვარტალში მდებარეობს. დასაქმებულებთან შესახვედრად პროფკავშირების წარმომადგენლები მიდიან, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE