მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - 02 თებერვალი 2019

ufleba.ge

„ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის – 8 დეკემბერს, თბილისში „ქართული ოცნების“ ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 წაილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია