მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გარდაცვლილი 44 წლის ქალის ოჯახი საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს - 06 თებერვალი 2019

ufleba.ge

ფოთში გარდაცვლილი 44 წლის ლელა ანჯაფარიძის ოჯახი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს და სამართლებრივ დავას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, საავადმყოფოში პაციენტი მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით შევიდა, თუმცა ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარეს.

„პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფომ დილის 4 საათისთვის გადაიყვანა. რატომ არ მოახდინა მორიგე ექიმმა მყისიერი რეაგირება, რატომ არ გამოიძახა 10:00 საათამდე ექიმები და ოპერაცია რატომ არ გაუკეთდა დროულად? დაგვიანებული ოპერაციის გამო ორგანიზმი მოეწამლა. ოპერაციიდან მესამე დღეს ისე გამოწერეს, რომ არანაირი დანიშნულება არ გამოატანეს. იმ დღესვე დავაბრუნეთ კლინიკაში და სანამ არ ვიკივილეთ, პაციენტი არსად გადაიყვანეს“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა, ლანა ტყებუჩავამ.

მისი თქმით, ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რის შემდეგაც სამართლებრივ დავას დაიწყებს.

„მოვითხოვთ დაიხუროს საავადმყოფო და სამსახურიდან გათავისუფლდნენ ექიმები, რომლებსაც ამაში ბრალი მიუძღვით“, – განაცხადა ტყებუჩავამ.

ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ შიდა მოკვლევის შედეგად ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE