მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"მას შემდეგ, რაც ძმას ფიზიკურად გაუსწორდა და სახლიდან გააგდო, მამაკაცმა კარი გადაკეტა და ძმისშვილი მოკლა" - 10 თებერვალი 2019

ufleba.ge

მამაკაცმა, რომელმაც რუსთავში ძმისშვილი მოკლა, ჯერ საკუთარ ძმას სცემა და სახლიდან გააგდო, – ამის შესახებ "პირველი არხის" ჟურნალისტს მეზობლებმა განუცხადეს.

მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც ძმას ფიზიკურად გაუსწორდა და სახლიდან გააგდო, მამაკაცმა კარი გადაკეტა და ძმისშვილი მოკლა.

მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, გუშინ ის ძმამ და მეზობლებმა თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ადგილების უქონლობის გამო, საავადმყოფოში არ მიიღეს. მათივე ცნობით, მოგვიანებით მამაკაცი ოჯახმა სხვა საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც დამამშვიდებელი საშუალება მისცეს.

მკვლელობა რუსთავში, მერვე მიკრორაიონში დღეს დილით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE