მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვა შავ სიაში მოხვედრილმა კომპანიამ მიიღო? - 14 თებერვალი 2019

ufleba.ge

თავდაცვის სამინისტროს მიერ ბიუჯეტიდან გაფლანგული 3 მილიონამდე ლარი და ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უწყებას უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელი მიაწოდა - კვლევას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.

ორგანიზაციის წევრები მიუთითებენ, რომ კომპანია “ნიუ ატლასი” თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პრიორიტეტით სარგებლობს და მას უწყება ყოველ ჯერზე ტენდერში იმ პირობებს სთავაზობს, რომელიც კომპანიისთვის ხელსაყრელია.

ორგანიზაციაში ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ 2018 წელს “ნიუ ატლასი” შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ყავდა შეყვანილი ტენდერის პირობების დარღვევისთვის, თუმცა ის კვლავ აგრძელებს ტენდერებში მონაწილეობას და იმარჯვებს კიდეც.

“ფლანგვის დეტექტორის” ვარაუდით, ამ კომპანიას თავდაცვის უწყებაში კონკრეტული პირები მფარველობენ.

„ეს კომპანია 2018 წელს შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშიც ჰყავდა შეყვანილი სატენდერო პირობების დარღვევის გამო, სხვა ძალოვან სტრუქტურასთან მიმართებაში, ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტრო პატიობდა ამ კომპანიას სატენდერო პირობების დარღვევას ყველა ჯერზე და ცდილობდა, სატენდერო პირობებიო მოერგო იმ პირობებს რასაც ეს კომპანია სთავაზობდა“-ამბობს ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი დავით მჟავანაძე. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE