მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სალომე ზურაბიშვილი - იმიტომაც ამირჩიეს, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა - 20 თებერვალი 2019

ufleba.ge

მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ „არ-ტი-ელთან“ (RTL) ინტერვიუში განაცხადა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი კავკასიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის ძალიან უცნაური შეგრძნებაა, სხვა ქვეყნის პრეზიდენტის რანგში დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, სადაც გაიზარდა.

„მე თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. მე ყოველთვის ვამბობდი და რამდენიმე წლის წინ დაწერილ წიგნშიც აღვნიშნე, რომ მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან. დღეს მე ვარ იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც ჩემმა მშობლებმა, ბებიამ და პაპამ დატოვეს, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საფრანგეთში დაბრუნება მისთვის სიმბოლურია.

„მე გარკვეულწილად იმიტომაც ამირჩიეს, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის ქართული წარმომავლობა და ფრანგული განათლება უპირატესობაა.

„ვფიქრობ, სწორედ ამან მოიზიდა ამომრჩევლები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE