მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ - 27 თებერვალი 2019

ufleba.ge

გრიპის ვირუსის შემთხვევები ამ ეტაპზე ფონურ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა და პაციენტების კლინიკებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი უკვე 100 ათას მოსახლეზე 100 იყო. მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად შემცირდა. დეკემბერში 41 პროცენტი გვქონდა, ახლა კი 19-20 პროცენტის ფარგლებშია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, მარტში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს.

„რაც შეეხება გრიპის ვირუსის მეორე ტალღას, საქართველოში პიკი დეკემბრის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ევროპის რიგ ქვეყნებში პიკური მაჩვენებლები ახლა ფიქსირდება, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გამორიცხული არ არის გარკვეული ტალღები მარტშიც დაფიქსირდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს და დაიცვას ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს. ჯერ წამყვანი ისევ „ღორის გრიპია“ (H1N1), რაც ქვეყანაში ცირკულირებს, თუმცა H3 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE