მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სისტემური პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში - სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილი - 24 აპრილი 2019

ადამიანი უფრო მცდელობაა, საცალფეხო ბილიკი თუ სახიფათო ბეწვის ხიდია, ბუნებასა და სულს შორის გადებული

ufleba.ge

მაჩვენეთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განვკურნავ“, - ეს სიტყვები კარლ გუსტავ იუნგს ეკუთვნის. მეცნიერული პროგრესის მიუხედავად, „ფსიქიკური ჯანმრთელობამაინც პირობით ცნებად რჩება, გამომდინარე რთული დამოკიდებულებით. სიცოცხლის გამოვლინებათა გამძაფრებული აღქმა, ხშირად ადამიანს არჩევნის წინაშე აყენებს, დარჩეს თუ გადალახოს დაწესებულინორმისფარგლები. ამ დილემაზე კაცობრიობა გაჩენის დღიდან მოყოლებული თავს იმტვრევს.

შეშლილებად“, - ჰესე ირონიულად მოიხსენიებს მათ, ვინც უპირისპირდებანორმალურ“, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ასე ჰგვანან ერთიმეორეს. ადამიანების ამ ტიპს დოსტოევსკიიდიოტსუწოდებს, ხოლო ნიცშესულელს“. - „მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც... ვერ ეგუება და არ აკმაყოფილებს უაზრო ყოფა“.

ნორმალურიადამიანები ყველაფერს ადვილად ეგუებიან, „გიჟებიამას არ აკეთებენ და ასე ცვლიან ცხოვრებას, მთელი ისტორიის მსვლელობას. ბუდა, ქრისტე, მუჰამედი, - რომელი მოქმედებდა ბოლომდენორმისფარგლებში? აქ ზევსისა და იუპიტერისცხოვრებისეულ მრწამსსშეგნებულად გვერდს ვუვლით.

მთელი ეს ჰუმანისტური წიაღსვლები იმისთვის დაგვჭირდა, რომ ცალსახად ვთქვათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, დღევანდელი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილია. სხვა რა შეიძლება ეწოდოს არსებულ რეალობას, როდესაც უამრავი ადამიანი აუცილებელ სამედიცინო სერვისებს მოკლებულია. სახალხო დამცველის ფსიქიატრიულებშიცეცხლსაქრობითსირბილი და არასამთავრობოებისმინიფესტებისაქმეს ვერ შველის, განგაშის ზარები შემოსაკრავია.

57 წლის აფხაზეთიდან დევნილი ციცო თბილისში, ერთ-ერთ გადასასვლელ გვირაბთან ყვავილებს ყიდის. ამ უბანში ჩხუბისა და ყვირილის ხმას თუ გაიგონებთ, ხშირად ამაში მისი ხელიც ურევია. ბოლოს დაწყნარებულ-დაღონებული იტყვის ხოლმე, - მაპატიეთ, ეს ჩემი ბრალი არაა, ერთმა აქაურმა ექიმმა მითხრა, სამკურნალო ხარ, „ნერვოზიგაქვსო. დევნილობის მერე კარგა ხანს თურქეთში იმუშავა, მერე ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისს დაუბრუნდა, სადაც დღემდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც ვერ აიღო. მთელი დღე მომუშავეს ექიმთან მისასვლელად არ სცალია, მაინც აღარაფერი მეშველებაო, - ამბობს.

41 წლის გიას გაქანებული ნევროზი მუდმივი უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო დაემართა. დასტაქრის მიერ დანიშნულ წამლებს იღებს, მაგრამ რჩევის მიუხედავად, სახლიდან გარეთ თითქმის არ გამოდის. საყვარელი ადგილი საწოლია, სადაც შედარებით სიმშვიდეს ჰპოვებს. 80 წელს მიტანებული, პროფესიით აფთიაქარი დედამისი ყოველდღიურად, გვერდით ვაკის პარკში სეირნობს და გულდაწყვეტილია, რომ დანევროზებული შვილი აქ ვერ გამოყავს. „მეზობლად პარკი რომ არ ყოფილიყო, აქამდე დიდი ხანია მოვკვდებოდი და ექიმმა ქალმა ეს ჩემს ერთადერთ შვილს ვერ გავაგებინეო“, - გულდაწყვეტილი შემოგვჩივის.

36 წლის ნუკრიმ ცივ-ბნელ 90-იანებშიაკიდებულიუმწვავესი ნევროზი ფიზიკური ვარჯიშით, სირბილით დაამარცხა. 5-წუთიანი გარბენით დაიწყო და ერთ საათამდე ავიდა. მხოლოდ ამ გზით დარწმუნდა, რომ ორგანული პრობლემა არ ჰქონდა და ვერაგი დაავადება აქტიური ცხოვრებით უნდა ამოეშანთა. ექიმებთან თავდაპირველი, რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ფორესტ გამპივით აღარ გაჩერებულა და, მისივე თქმით, დღეს რომ ცოცხალია, მისი უდიდებულესობა სირბილისა და ბევრი სიარულის დამსახურებაა. ყველას ურჩევს, რომ ფსიქიკური პრობლემების უპირველესი მოსარჩენი წამალი ესაა და ადამიანები ესკულაპებსა და მედიკამენტებზე წლებს ნუ დაკარგავენ. იმედია, ნუკრის რჩევას გამგები გაიგებს.

გურამმა დეპრესიაში მყოფი დედა თბილისში ექიმთან ჩამოიყვანა, რომელმაც გასინჯა და ერთ-ერთ მედიკამენტადკოაქსილისნახევარი აბი დაუნიშნა. თავიდან თითქოს კარგი შედეგი იყო. ცოტა ხნის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და გურამმა ექიმს მიაკითხა, რა მოვიმოქმედოთო. ექიმმა, ღამით დაძინებისას უკვე მთლიანი აბი მიიღოსო. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, მეორე დილით დედამისს ეიფორიული მდგომარეობა დაეუფლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით მედიაშიც გაშუქდა, რომკოაქსილზესამედიცინო ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და ხმარებიდან სასწრაფოდ ამოღებულ იქნა. მეტად საგულისხმო და საფრთხილო ფაქტია.

36 წლის ხატიას ნერვულ-დეპრესიული პრობლემები პირველი შვილის გაჩენის მერე დაეწყო. რაიონის ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და თბილისში ფსიქოლოგთან კონსულტაცია ურჩიეს. როგორღაც შაბათს ჩამოვიდა და რადგან სხვები არ მუშაობდნენ, მაშინდელი ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიულში მივიდნენ. ხატია მხოლოდ ეზოში მოსეირნე პაციენტებზე დაკვირვებით მიხვდა, რომ ქვეყნად ყველაფერი შედარებითია და თავად არცთუ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოკლედ, თავი ხელში უნდა აეყვანა. მეორე დღეს, ყველაფრის მოსმენის შემდეგ კლინიკაში ფსიქოლოგმაც დაუდასტურა, რომ რთული არაფერი სჭირდა, მხოლოდ ოჯახური გარემოს მცირედ შეცვლა (მეუღლის მშობლებისგან ცალკე ცხოვრება) სჭირდებოდა და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდებოდა. გაითვალისწინა და ექიმებისთვის წამდაუწუმ მიმართვასაც თავი დაანება.

საქართველოში სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებით ოფიციალურად 80 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, აქედან ნაწილი საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. უამრავი სახის გამოვლინების მიუხედავად, არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები, რომელთა წინაშე ადამიანების პირისპირ დატოვება არ შეიძლება. ამის ტრაგიკულ შედეგს მთელი საზოგადოება იმკის.

ამასწინათ, რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ . - აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაბამისი ფსიქიატრიული ექსპერტიზაც დაინიშნა.

ფაქტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითა.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ომბუდსმენის აპარატი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა შპსფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად დაწესებულებაში ვიზიტი  განხორციელდა.

შესწავლის პირველადი შედეგებით იკვეთება, რომ დაწესებულება გადატვირთულია. კერძოდ, ბრალდებულის მიერ ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მიმართვის დღეს მამაკაცთა განყოფილება სრულად შევსებული იყო; თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას დაწესებულების ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული დაბრკოლებას არ შექმნიდა პაციენტის კონსულტირებისა და სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისთვის.

ამასთან, შესაძლოა, იკვეთებოდეს შპსფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისპერსონალის მხრიდან პაციენტთან და მის თანმხლებ პირებთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ მოხდა მათთვის საჭირო და საკმარისი ინფორმაციის მიწოდება სერვისების და სტაციონირებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოში ბოლო პერიოდში მწვავე გამოწვევად იკვეთება .. ორმაგი დიაგნოზის მქონე პირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა და განსხვავებული რეგულაციები ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის სფეროებში. მისივე განცხადებით, მიუხედავადფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამისბიუჯეტის ზრდისა, კვლავ პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჰოსპიტალსგარე მიღება, როგორიცაა თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისები, რაც თავის მხრივ, განაპირობებს შემთხვევათა გამწვავებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტაციონარში განთავსების მაღალ მაჩვენებელს.

იმ მიზეზით, რომ არ არის განვითარებული საცხოვრისის ტიპის მომსახურება, პაციენტების დიდი ნაწილი, რომელთაც ქრონიკული, სოციალური და არა მწვავე სამედიცინო საჭიროებები აქვთ, წლობით ცხოვრობს სტაციონარულ დაწესებულებებში, რაც იწვევს გადატვირთულობას და ხშირად ხდება მწვავე მდგომარეობის მქონე პირების ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენის მიზეზი. მწვავე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის მონიტორინგიც“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, დასახელებული პრობლემების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის კუთხით.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მომხდარი შემთხვევის შესწავლას და შეაფასებს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას. ამასთან, შეისწავლის ინფორმირებული იყო თუ არა სოციალური სამსახური ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რადგან გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ნათესავებთან მშობლების გარეშე ცხოვრობდა“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, საკითხის შეფასების პროცესში  სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაძლიერება არ მოხდეს.

ნებისმიერ საზოგადოებას ყველაზე მეტად მაშინ უჭირს, როდესაც ქვეყანაში ერთი ფორმაციიდან მეორეზე გარდამავალი პერიოდია. ეს დრო საქართველოში დაუსრულებლად გაგრძელდა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არცთუ სასურველი კუთხით შეეხო. ყველას არ შეეძლო გადასხვაფერებულიწუთისოფლისთვის თვალის გასწორებადადიდოელი ლეკის ნაბადივით გათელილიაღმოჩნდა.

შედეგად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა. სამამულო მედიცინა ამაზე ადეკვატური რეაგირებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, რაც დღემდე გრძელდება. როგორცსაყოველთაო ჯანდაცვის (დაზღვევის) პროგრამაათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის ფიზიკურ გადარჩენას ნიშნავდა, ასევე მთავრობამ მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროშიც გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან დრო არ ითმენს. ეს გადაუდებელი საქმეა, რადგან არსებულ მძიმე სოციალურ ფონს, ალბათ, კიდევ კარგა ხანი არ ეშველება.

და ბოლოს, - „ადამიანი ხომ გაქვავებული და მარადუცვლელი რამ არ არის. იგი უფრო მცდელობაა, საცალფეხო ბილიკი თუ სახიფათო ბეწვის ხიდია, ბუნებასა და სულს შორის გადებული. სულისკენ, უზენაესისაკენ ადამიანს მისი შინაგანი დანიშნულება მიაქანებს, უკან დედაბუნებისკენ კი ღრმა კაეშანი ეწევა. ამ ორ ძალას შორის შიშითა და ზრწოლით გამოკიდებულია მისი სიცოცხლე“, - ჰერემან ჰესესტრამალის მგლიდან“.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია