მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვეტერანი ბესიკ მაისურაძე - ფუფუნებას არ ვითხოვ, მომცენ ის, რაც მეკუთვნის - 22 მაისი 2019

ufleba.ge 

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ვაზიანში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საერთო საცხოვრებელი მოინახულეს და პრობლემებს გაეცნენ. ისინი ადგილობრივებს მწვავე საკითხების დღის წესრიგში დაყენებას და მოგვარებას დაპირდნენ. 

ამჯერად, ვეტერანთა საერთოში მცხოვრებ ბესიკ მაისურაძეს ვესაუბრეთ: 

- როგორც ვეტერანი აქ ოჯახით ვცხოვრობ. ერთ-ერთი ადგილობრივი ბინას მედავება, - ამ ორ პატარა ოთახს ჩამოვჭრი, ბავშვს შევიყვან და ვაცხოვრებო. ვკითხე, შენი შვილი ვეტერანია-მეთქი, - არაო. 

სანამ ეს საუბარი შედგებოდა, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში ჩასული ვიყავი, - თუ იქ არავინ ცხოვრობს, შედიო, - მითხრეს. ამასაც (მოდავეს) იგივე გავუმეორე. სამსახურის წარმომადგენელსაც ტელეფონზე დავალაპარაკე, მაგრამ, - მე არაფერი მაინტერსებს და რადაც უნდა დამიჯდეს გავაკეთებო, - მეუბნება. 

მერე დამიწყო, იზორია ჩემ გაკეთებულ საჭმელს ჭამდაო და ა.შ. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ, რას და როგორ ჭამდა, რეალურად, თუ გნებავთ ერთად ჩავიდეთ სამსახურში და ყველაფერი ადგილზე გავარკვიოთ-მეთქი; იურიდიულად ეს ფართი არც შენ, არც მე და არავის ეკუთვნის, ვილაპარაკოთ იმ კუთხით, თუ მორალურ-ადამიანურად აქ ვის რა ეკუთვნის-მეთქი. 

მას მერე აქეთ არ მინახავს. მისი შვილი ვეტერანი არ არის, მაინც უნდოდა ეს ოთახები ჩამოეჭრა და შესულიყო. ამ დროს მეორე სართულზე ბინა აქვს. 

- ვითარებიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- როგორც მოგახსენეთ, ვეტერანთა სამსახურშიც საქმის კურსი არიან. ამას პლუს, ჩემზე როგორც ოფიცერზე, თადარიგის კაპიტანზე, თავდაცვის სამინისტროდან კონტრაქტით ბინა იყო გათვალისწინებული და ისიც მიღებული არ მაქვს. აქ რომ მოვედი, სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. მანამდე სამშვილიანი ოჯახით ქირით ვცხოვრობდი, რაც მოგეხსენებათ ურთულესი პრობლემაა. 

თუ საშუალებაა, იქნებ ეს ბინა გავარემონტო და ვიცხოვრო. რეალური პასუხი მაინც ვიცოდე, თუ აქ რაღაცას გავაკეთებ, ამას ვიღაცისთვის არ ვიზამ; რადგან შვილები მეზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მირჩევნია სხვა ღონეს მივმართო. 

ზაალ კაპანაძეს ორჯერ შევხვდი, თავდაცვაში წერილებიც გაგზავნილი მაქვს, მაგრამ 9 წელი რას განიხილევენ, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჯერ კიდევ 2011 წელს, პირველი კონტრაქტით გათვალისწინებული ბინა უნდა მიმეღო...

- აქ მაინც დროებით შესახლებულად ითვლებით...

- ასეა და არცერთი ბინაა დაკანონებული არაა. შენობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მის ბალანსზეა. ხოლო ამ სამინისტროსგან ბინა ნამდვილად მეკუთვნის კონტრაქტის საფუძველზე. არც ფუფუნებას ვითხოვ და არც სხვა ზედმეტ რამეს, მომცენ ის, რაც მეკუთვნის. 

- აქ გამოკეტილ ბინებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- დიახ, არის ასეთი ბინები. ამისთვის კომისია უნდა შეიქმნას და გაირკვეს რა ხდება. ელემენტარულად, ნებისმიერ დროს შეიკრიბოს, თვეში რამდენჯერმე შეამოწმონ აქ ვინ ცხოვრობს. 

დღევანდელი შეხვედრის სულისკვეთებაც სათანადო ადგილებამდე თუ მივა, ამან შედეგი უნდა გამოიტანოს. დოდო გუგეშაშვილი (ვეტერანთა სამსახური), ჩვენს პრობლემებს ყურადღებას აქცევს და მაქსიმალურად ცდილობს დაგვეხმაროს. 

მთლიანად სახელმწიფომ ჩვენი გულისტკივილი ახლოს უნდა მიიტანოს და ყურადღება მოგვაქციოს. ცოტა ხნით ქვეყნის გარეთ ვიყავი გასული და ვნახე იქ ომის ვეტერანი როგორ ცხოვრობს, ხელის გულზე ატარებენ. იქ რომ ვთქვი ვეტერანი ვარო, აქ რა გინდაო, პირდაპირ მომაჯახეს. შემრცხვა ამის გამო. 13 წელიწადი და 8 თვე ვიმსახურე, ვატარე ფორმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ნებისმიერ დროს ქვეყანას რომ დასჭირდეს, მზად ვარ; მაქვს შესაძლებლობა და ენერგია, გამოცდილება და პრაქტიკაც რომ ქვეყანას ისევ მხარში დავუდგე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია