მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გახარია - სამოქალაქო დაპირისპირებას არ დავუშვებთ - 03 დეკემბერი 2019

ufleba.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს.

მისივე თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილმა ყველა პირმა, ვის მხარესაც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს.

„რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და  სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ეს ერთი, მეორე, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი, განურჩევლად რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის  სახელმწიფოს ვალდებულება. მესამე, კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და  მომგებიან პოლიტიკურ შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი, ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზები ბევრია. პირველ რიგში  გამომწვევია ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგბელო ადამიანები ცდილობენ,  ქუჩაში, ამ ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE