მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას - 10 დეკემბერი 2019

 

ufleba.ge

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.

„ასეთი ფრაგმენტული მიდგომები შედეგს ვერ გამოიღებს. ჩვენთვის მთავარია, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე შეასრულოს კონკრეტული მოთხოვნები, რადგან ბოლო 3 თვის განმავლობაში 23 ახალგაზრდა დავკარგეთ“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

„გარდა ამისა, აზარტული თამაშების ბიზნესის რეგულირება სახელმწიფოს საქმეა და არა კომპანიების. სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო და სათამაშო ბიზნესის რეგულირება ამ პროცესის ნაწილია“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ცნობისთვის, კომპანია „ევროპაბეთი“ ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს. ეს არის – „პასუხისმგებლიანი თამაში“, რომლის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

ასევე იხილეთ: მომღერალი ნუკრი კაპანაძე დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას

 „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტს იწყებს - ­ახალი მასშტაბური კამპანია სათამაშო ბიზნესში

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE