მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირინა გაფრინდაშვილი - ვაჟა არ აღიარებს ე.წ. საზღვარს და რჩება ცხინვალის ტყვეობაში - 13 დეკემბერი 2019

ufleba.ge

ადგილობრივი და საერთაშორისო ჩართულობის, ასევე უამრავი დაპირების მიუხედავად, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, – ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ, “საზღვარს” ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“, – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE