მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია - 16 დეკემბერი 2019

ufleba.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგენს.

სტატისტიკური მონაცემებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ხოლო შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა – 3.7 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).

2019 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924 ლარით, ხოლო კაცების – 1 475 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE