მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სეზონური ვირუსების მატების ფაზა დაიწყო - 18 დეკემბერი 2019

ufleba.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, სეზონური ვირუსების მატების ფაზა დაწყებულია. როგორც პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვირუსები გავრცელება უკვე მეორე კვირაა დაიწყო.

„წინა წლებთან შედარებით, წელს ავადობა, ჰოსპიტალიზაცია და მძიმე შემთხვევები გაცილებით ნაკლებია. წამყვანი ვირუსია რინოვირუსი, რაც გაცილებით მსუბუქ ვირუსად ითვლება. რაც შეეხება გრიპს, უკვე გამოჩნდა სამივე ტიპის გრიპის ვირუსი, ესენია „ბე“, „ჰაშ 2“ და „ჰაშ 3“ ტიპის ვირუსები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე განცხადებით, ცირკულირებს ასევე ადენო, ენტერო და რესპირატორული ვირუსები.

რაც შეეხება, ვირუსების საწინააღმდეგო აცრას, პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამით უკვე 90 ათასი ადამიანია აცრილი, ხოლო კერძო სექტორში დაახლოებით 50 ათასი.

პაატა იმნაძის განცხადებით, ვირუსების მატების პერიოდი დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.

„მატების პერიოდი დეკემბრის ბოლომდეა, თუმცა რადგან გრიპის ვირუსებში წამყვანი „ბე“ ტიპის ვირუსია ამ ეტაპზე გართულებებს არ ველოდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია