მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კომპანია „ევროპაბეთსა“ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება - 19 დეკემბერი 2019

 

"ამ ინიციატივით „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტის ფარგლებში გამოვიდა"

ufleba.ge

დღეს, 19 დეკემბერს, 17:00 საათზე, ჭადრაკის 2019 წლის საკლუბო ჩემპიონატის საზეიმო დახურვაზე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში კომპანია „ევროპაბეთსა“ და ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი ფორმდება საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით. მემორანდუმში განსაზღვრულია პერიოდი 2020 წელი და ბიუჯეტით - 150 000 ლარის ოდენობით. სასპონსორო ხელშეკრულება მხარეებს შორის უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ამ ინიციატივით „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტის ფარგლებში გამოვიდა.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის პერიოდში განსახორციელებელი პროექტები ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

ღონისძიებას დაესწრებიან საპატიო სტუმრები: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ზურაბ აზმაიფარაშვილი და სხვა ცნობილი მოჭადრაკეები.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE