მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი - 19 დეკემბერი 2019

ufleba.ge

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი კომიტეტის 17-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხუთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. მოწინააღმდეგეებს შორის კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯიმ რიშია.

ჯერჯერობით უცნობია, როდის უყრიან პროექტს კენჭს სენატის პლენარულ სხდომაზე. პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაგზავნამდე დოკუმენტმა კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის სახელწოდებაა „ამერიკული უსაფრთხოების კრემლის აგრესიისგან დაცვის 2019 წლის აქტი“ (Defending American Security from Kremlin Aggression Act of 2019, DASKA). მისი ინიციატორები რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი არიან. კანონპროექტი დონალდ ტრამპს მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი ზომებისკენ მოუწოდებს აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და სირიის ომში ჩართულობისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის სახელმწიფო ვალის, კიბერსფეროს, ენერგოსექტორისა და საბანკო სფეროს წინააღმდეგ.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს პრორუსული ძალების ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორები გამოდიან ინიციატივით, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან თანხები დაიხარჯოს ევროპისა და აზიის იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის მავნე ზეგავლენის წინაშე მოწყვლადები არიან. აღნიშნული ფონდის თანხა უნდა მოხმარდეს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმის კიბერთავდასხმებისგან დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებას, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობაზე რეაგირებას, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია