მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თინა ბოკუჩავა - ოპოზიცია ხელისუფლებას პირადობის მოწმობებით არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მისცემს - 27 დეკემბერი 2019

ufleba.ge

„ხელისუფლება პირადობის მოწმობებს წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებდა, ადამიანებზე ზეწოლას ახორციელებდა და მათ აიძულებდა, პირადობის მოწმებები წინმსწრებად ჩაებარებინათ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს, რისი მოლოდინიც მაქვს, თეა წულუკიანს ხელი გაეხსნება, რომ წინასაარჩევნოდ ქაღალდის, არაელექტრონული პირადობის მოწმობები უფრო აქტიურად გამოიყენოს. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ ადამიანების არჩევანის რაღაც ფართომასშტაბიან მანიპულაციას არ მოახდენს, მას ძალაუფლების შენარჩუნების არანაირი შანსი არ ექნება. ვაპირებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად ვიმუშაოთ, რათა ივანიშვილს გაყალბების ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა არ მივცეთ, რომელსაც წულუკიანი აამუშავებს და რომელიც, გაყალბების სხვადასხვა სქემებში მანამდეც აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია