მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესის შეჩერების საჭიროება არ დგას - 08 იანვარი 2020

ufleba.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებელი არ ქმნის იმის საჭიროებას, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს. ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველაზე დაცული ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან, რადგან აღმზრდელები გრიპზე არიან აცრილნი.

გამყრელიძის თქმით, გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე.

„დღეს, დილის სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა რეკომენდაციას. მდგომარეობა არ გახლავთ ისეთი, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს. დავაკვირდეთ მიმდინარეობას. გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და ამისდა მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ბაღებსაც ეხება ეს და სკოლებსაც.

ბაღებთან მიმართებით, ჩვენ უკეთესად ვართ დაცულნი, რადგანაც წელს ბაგა-ბაღის დაახლოებით 14 ათასამდე აღმზრდელი აიცრა და ნაკლებია ბავშვებისთვის ინფექციის ბაგა-ბაღებში მიტანის შანსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE