მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახა კალაძე - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე, რამე არ გამოგეპაროთ - 15 იანვარი 2020

ufleba.ge

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაანონსა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან მოადგილეები, გამგებლები, ასევე, მერიის ყველა სამსახური და მათი ხელმძღვანელები გააფრთხილა, კორუფციის პრევენციაზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ.

„მინდა, გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე, რათა  რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით,  არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა,  მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. გვქონდა მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, მაქსიმალური ყურადღება იყოს ამ მიმართულებით, რომ პრევენცია მოხდეს და ყველანაირი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE