მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლაშა ჩხარტიშვილი მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს - 17 იანვარი 2020

ufleba.ge

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა პროკურატურაში განაცხადა, კონკრეტულმა პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„ივანიშვილის რეჟიმი ნადირობს პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე. ჩემთან მიმართებაში პირდაპირ დევნას აქვს ადგილი. უკანონო დავალებისთვის პროკურატურისგან მოვითხოვთ, დაისაჯოს პარტიის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი, ლაშა ყაველაშვილი, მერიის ეს უცნობი უსაფრთხოების თანამშრომელი, ასევე ყველა სხვა პირი, რომელმაც განახორციელა ჩემი უკანონო დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება და სხვა ყველა დარღვევა, მათ შორის, თავისუფლების შეზღუდვა“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

როგოც ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, სრულიად უკანონოდ მოხდა მისი დაკავება 3 იანვარს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE