მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიასა და საქართველოში ჯარისკაცების განთავსება იწყება - 20 იანვარი 2020

ufleba.ge

სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“-ის ფარგლებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიასა და საქართველოში ჯარისკაცების განთავსება იწყება. ნატო-ს საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნების დროს, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპის კონტინენტზე ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური გადასროლა მოხდება. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ბაზებზე განთავსებას მიმდინარე კვირაში დაიწყებენ. წვრთნები ევროპაში 20 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს. მათ შორისაა საზღვაო ქვეითები, სამხედრო-საჰაერო ძალები, ეროვნული გვარდიის ნაწილები და სარეზერვო დანაყოფები.

ყველაზე დიდი კონტინგენტი პოლონეთში განთავსდება. საერთო ჯამში, სამხედრო სწავლებაში 18 ქვეყნის 37 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სამხედროების განთავსებაში 6 000 ათას სატრანსპორტო საშუალებას და 2 500 აღჭურვილობის კონტეინერს გამოიყენებენ.

სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ნაწილების და მძიმე შეიარაღების გაგზავნა თებერვლიდან დაიწყება. გამოცემა „არმი თაიმსი“ წერს, რომ სამხედრო სწავლების ფარგლებში, ამერიკელები საქართველოში მრავალეროვნულ საპარაშუტო ხტომას დააკვირდებიან. სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ ივნისში დასრულდება, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE