მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსით დაავადებული 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა - 30 იანვარი 2020

ufleba.ge

29 იანვრის მონაცემებით კორონავირუსისგან 103 ადამიანია გამოჯანმრთელებული. საქართველოს ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობებს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ვირუსმა იმსხვერპლა 170 ადამიანი. BBC წერს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, მათგან ბოლო ტიბეტი იყო.

ჩინელი ექიმების ინფორმაციით, ქვეყანაში, 29 იანვრის მონაცემებით, 7 711 ადამიანია დაავადებული. ინფექცია სულ მცირე 15 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დღეს კვლავ შეხვედრებია.

"ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელება და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემამ შეგვაშფოთა," - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმატედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან დაასახელა გერმანია, ვიეტნამი და იაპონია, სადაც დაავადება დაუდგინდათ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთში არ ყოფილან.

კორონავირუსით ჩინეთში ახლა უფრო მეტი ადამიანი დაავადდა, ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისში გავრცელებული SARS-ით, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა ახლა ბევრად ნაკლებია, - აღნიშნულია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციაში.  

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE