მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ფეისბუქი“ კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას წაშლის - 02 თებერვალი 2020

ufleba.ge

„ფეისბუქი“ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას სოციალური ქსელიდან წაშლის. ამის შესახებ „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აცხადებს, „წაიშლება ყველა ის პოსტი, რომელიც ცრუ ინფორმაციას ან ისეთ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს, რომელსაც ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტები უარყოფენ“. „ფეისბუქის“ განმარტებით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება „ფიზიკურ ზიანს აყენებს“ მომხმარებელს.

ეს ნაბიჯი „ფეისბუქისთვის“ უჩვეულოა, რადგან, როგორც წესი, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მხოლოდ დეზინფორმაციის შემცველ მასალას შლის და არა მომხმარებელთა პოსტებს.

ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაცია „პოლიტიფაქტში“ აცხადებენ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებულ პოსტებში მომხმარებლები კორონავირუსის წყაროს, მისი მკურნალობის საშუალებების შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE