მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იდეას მოსკოვში ნეგატიურად შეხვდნენ - 03 თებერვალი 2020

ufleba.ge

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, ჩინეთთან ფრენების აკრძალვით გამოწვეული ზარალის კომპენსაციის მიზნით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იდეას ნეგატიურად შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, კორონავირუსის გამო ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის საკითხი 30 იანვარს, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ევგენი დიტრიხის ხელმძღვანელობით გამართულ თათბირზე განიხილეს. აღნიშნულ თათბირზე დიტრიხმა რუსეთიდან ეგვიპტის მიმართულებით რეისების დათქმულ ვადაზე ადრე განახლების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„ასევე გამოითქვა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იდეაც, რასაც ნეგატიური რეაქციებით შეხვდნენ“, – წერს „კომერსანტი“.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისს შეაჩერა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE