მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცხინვალის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა - 17 თებერვალი 2020

ufleba.ge

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოწმება ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„ორი აფთიაქის შემოწმებისას ქართული წარწერებით აღმოჩნდა და მილიციამ აფთიაქებს ჩამოართვა „ვალტარენი“, „ფლუკოლდი“, „კრესტორი“, „ჰემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პლუსი“ და სხვა მედიკამენტები“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

სააგენტო „კომინფი“ წერს, რომ „სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად“.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE