მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჯეფ ბეზოსი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს - 18 თებერვალი 2020

ufleba.ge

კომპანია „ამაზონის“ ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამბობს, რომ ფული მეცნიერების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის დასაფინანსებლად დაიხარჯება.

ბეზოსმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ ფონდი დაფინანსებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყებს.

„ბიბისი“ წერს, რომ „ამაზონის“ თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ. ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ კლიმატური ცვლილელები პლანეტის ყველაზე დიდი საფრთხეა, ინიციატივა კი, ბუნებრივი მსოფლიოს დაცვას და შენარჩუნებას მოემსახურება, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია