მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა - 25 თებერვალი 2020

ufleba.ge

ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინტერნეტ პორტალ „ვიენ ექსპრესის“ ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 16 პაციენტი, რომელთაც „კოვიდ-19“ დიაგნოზი დაუსვეს, სრულად გამოჯანმრთელდა და სახლებში დაბრუნდა.

ვიეტნამში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევები 13 თებერვლის შემდეგ არ აღურიცხავთ.

ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელიც ვიეტნამის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, სამი თვის გოგონაა, რომელსაც ვირუსი ბებიისგან გადაედო. მკურნალობის დროს ჩვილთან ერთად იმყოფებოდა დედაც, რომელიც ბავშვს უვლიდა, თუმცა მას ვირუსი არ გადაეცა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE