მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს, შესაძლოა, ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუხდეთ - 25 თებერვალი 2020

ufleba.ge

5 პაციენტი გადის მკურნალობას თბილისისა და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში, კორონავირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება, თუმცა ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეკომენდაციებზე ცოტა ხნის წინ განმარტება ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე "კურიერთან" საუბარში განმარტავს, რისკ ჯგუფის შემცველი ქვეყნებიდან შემომსვლელი ვიზიტორების მიმართ კონტროლი გამკაცრდება და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს ორკვირიანი კარანტინის გატარება მოუწიოს.

"გაგრძელდება აქტიური თერმული სკრინინგი სასაზღვრო ზონებში, როგორც საჰაერო პუნქტებში, ასევე სახმელეთო სასაზღვრო ზონებში. ამის შემდეგ, უკვე ჩვენ აქტიურად ვმსჯელობთ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეების კარანტინზე. კარანტინი იქნება ის აქტიური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად უფრო ინტენსიურად გამოვიყენებთ, თუკი ამისი საჭიროება იქნება.

ეპიდემიის ტენდენციიდან და მიმდინარეობიდან გამომდინარე შეიცვლება, რა თქმა უნდა და განახლდება კარანტინს დასაქვემდებარებელი ქვეყნების ნუსხა და ასევე, იმ მოგზაურთა ნუსხა, ვისაც ამ ღონისძიების გავლა მოუწევს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ქვეყნის მასშტაბით დაკვირვების ქვეშ 5 პაციენტი იმყოფება. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. პაციენტს, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, სპეციალური გამოკვლევები ჩაუტარდა. ლუგარის ლაბორატორიიდან მოსული დასკვნის მიხედვით, მას კორონავირუსი არ აღენიშნება. პაციენტს, სავარაუდოდ რამდენიმე საათში სახლში გაწერენ, - აღნიშნულია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია