მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ინგლისში ბავშვებს ვარჯიშებისას თავით თამაში აუკრძალეს - 26 თებერვალი 2020

ufleba.ge

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ შემოიღო თავით თამაშის აკრძალვა ბავშვთა საფეხბურთო გუნდებისთვის.

ბოლო წლებში, დიდ ბრიტანეთში აქტიურად გამოიკვლიეს საფეხბურთო კარიერის გავლენა სპორტსმენის ჯანმრთელობაზე. აღმოჩნდა, რომ ყოფილი ფეხბურთელები სამნახევარჯერ უფრო ხშირად კვდებიან ნეიროდეგენერატიული ავადმყოფობებისგან, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ადამიანი. მეცნიერები ამას უკავშირებენ სათამაშო კარიერისას ბურთის თავით ხშირ დარტყმებს.

იმისთვის, რომ ავადმყოფობის განვითარების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ინგლისში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში შემოიღეს აკრძალვა ბავშვთა ვარჯიშებზე, რომლებშიც თავით თამაშია საჭირო. სრული აკრძალვა მოქმედებს 12 წლამდე ბავშვებზე, მომდევნო ასაკის ფეხბურთელებისთვის კი ასეთ ვარჯიშებს თანდათან შემოიღებენ. ამის შესახებ „სკაი სპორტსი“ წერს.

აკრძალვა არ ვრცელდება საშეჯიბრო მატჩებზე, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია