მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა - 06 მარტი 2020

ufleba.ge

საქართველოს ხუთ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პაციენტის მიმართ ამ ეტაპზე მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება.

რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელსაც გუშინ დაუდგინდა და კორონავირუსი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, საყურადღებოა.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ საშუალოზე მძიმეა, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი და თუ ასე შენარჩუნდება, კარგი იქნება. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, დადებითი ტესტირებით, ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა კვლევები და შეფასება დინამიკაში, როგორ ვითარდება სიტუაცია. ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და გამოვლენა, რაც შეეხება პირველ სამ პაციენტს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირაა ჩვენთან წევს, მათთან სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დილით დამატებით ხუთი პაციენტის ანალიზია გამოკვლევისთვის აღებული, რომლის პასუხი დღის მეორე ნახევარში, 17:00 – 18:00 საათისთვის იქნება, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE