მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„როსპოტრებნადზორი“ მოსახლეობას ურჩევს, პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან თავი შეიკავონ - 10 მარტი 2020

ufleba.ge

რუსეთის სანიტარული სამსახური „როსპოტრებნადზორი“ ახალი კოორნავირუსის გავრცელების გამო მოქალაქეებს პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ ღონისძიებებზე, მისვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„როსპოტრებნადზორი“ ასევე მოსახლეობას ხელების ხშირი დაბანისკენ, ელექტრონული მოწყობილობების დეზინფექციისა და საზოგადოებრივ ადგილებში ერთჯერადი სამედიცინო ნიღბების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ამას გარდა, რეკომენდირებულია, რომ მოქალაქეებმა თავი აარიდონ ვირუსის სიმპტომების მქონე პირებთან კონტაქტებს. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE