მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უახლესი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში ვლინდება - 10 მარტი 2020

ufleba.ge

უახლესი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში ვლინდება. შესაბამის ინფორმაციას „ევრონიუსი“, ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულებს სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში უვლინდებათ, რაც ჩვეულებრივ გაციებასთან შედარებით ხანგრძლივი პერიოდია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულებიდან ვირუსის ნიშნები 2,2 დღეში მხოლოდ 2,5 პროცენტს გამოუვლინდა. ამასთან, დაავადებულთა 97,5 პროცენტს სიმპტომები 11,5 დღის განმავლობაში აღენიშნება.

ასევე, ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევაში 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გამოყენება  მიზანშეწონილია.

თუმცა, მათივე კვლევა ცხადყოფს, რომ კარანტინში მყოფი ყოველი 10 000 პაციენტიდან 101-ს ვირუსის ნიშნები 14 დღის შემდეგაც შეიძლება, გამოუვლინდეს, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE