მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხი კვლავ უარყოფითია, მეორე პაციენტის შედეგი კი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი - 16 მარტი 2020

ufleba.ge

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია.

მისივე თქმით, მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე უარყოფითი პასუხი აქვს, განმეორებით ტესტი დღეს გაუკეთდება და შედეგი დღის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.

„გუშინ დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთანაც, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება ტესტირება. ალბათ დღის ბოლოსკენ ბატონი თენგიზ ცერცვაძე მოგახსენებთ პასუხს. ვიმედოვნებთ, იქაც ალბათ პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი. როგორც იცით უკვე ვოზმა გამოაქვეყნა საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობასთან ერთად პირველი გაჯანმრთელებული პაციენტის სტატუსი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ არ გამორიცხა, რომ გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დღეს დატოვოს.

მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელების მიუხედავად, ის ერთ კვირიან თვითიზოლაციაში იქნება.

„გამოჯანმრთელებული პაციენტი ალბათ დღეს დატოვებს, კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი ალბათ დატოვებს კლინიკას, მაგრამ როდის და როგორ მე ამას ვერ გეტყვით. დატოვების შემდეგ პაციენტი მაინც ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადავა თვითიზოლაციაში“ ,- აღნიშნა "პირველ არხთან" მარინა ეზუგბაიამ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE