მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდა ჩატარდება - 16 მარტი 2020

ufleba.ge

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდა ჩატარდება. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

ცდას აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი აფინანსებს და ის ვაშინგტონში ჩატარდება.

ტესტირება 45 ახალგაზრდა მოხალისეს ჩაუტარდება, მათ ვაქცინის განსხვავებულ დოზებს გაუკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ვაქცინით მოხალისეები კორონავირუსით ვერ დაინფიცირდებიან, რადგან ვაქცინა ვირუსს არ შეიცავს. გამოცდის მიზანია, დადასტურდეს, რომ ვაქცინას სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები არ აქვს.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაქცინის სრულად შემოწმებას ერთი წლიდან 18 თვემდე პერიოდი დასჭირდება, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE