ufleba.ge
მე ვარ ქვეყნიდან, სადაც ხალხმა გამოიარა ომები, ფინანსური კრიზისები, გვყავს უამრავი ლტოლვილი, მაგრამ არსებობს შიში, რომ კორონავირუსი ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც გაჭირვებაა“ – ეს თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ რადიო „აქტივში“ სტუმრობისას განაცხადა.
საქართველოსო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად „ანორთოსისისს“ ავარჯიშებს, ვირუსით გამოწვეულ პრობლემებზე ილაპარაკა: „ფეხბურთელებს მხოლოდ ფეხბურთზე ველაპარაკები, მეცნიერებაზე მსჯელობა არ შემიძლია. გვეუბნებიან, რომ ჩემპიონატს დავამთავრებთო, მაგრამ დღეები გადის და ისევ გაურკვევლობაში ვართ. მოთამაშეებს დასჭირდებათ დრო, ნორმალურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდნენ. ეს დიდი პრობლემაა“.
ქეცბაიას თქმით, მსგავსი ცუდი პერიოდი არასოდეს ჰქონია: „ათი დღეა, სახლში ვზივარ და ვცდილობ არსად გავიდე. ჩემი ქალიშვილი ინგლისშია, რომელიც დიდი ქვეყანაა და იციან, როგორ შეიძლება არ შექმნან პანიკა. პრობლემა სერიოზულია, მაგრამ პანიკა უფრო მეტ პრობლემას შექმნის. ამ ვირუსის შესახებ ცოტა რამ ვიცით. საკითხზე კი უნდა ილაპარაკონ მათ, ვინც ამ სფეროში სიტყვა ეთქმით – ექიმებმა, მეცნიერებმა. კარიერაში რთული პერიოდები მქონია, ახლანდელი ყველასთვის ცუდი დროა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში მთელი პლანეტა ასეთ მდგომარეობაში თუ ჩავარდებოდა. ეს მთელს მსოფლიოში კორონავირუსმა გამოიწვია. ამ ვითარებიდან ერთად უნდა გამოვიდეთ. ეს პრობლემა ყველა ქვეყანას აახლოვებს. უმჯობესია, ახლა გაერთიანდნენ და პრობლემა ერთად გადალახონ“.
ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.