მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება - 21 მარტი 2020

ufleba.ge

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, რომელთა შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება.

კორონავირუსით ინფიცირება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ორ პირს დაუდასტურდა. 20-25 წლამდე იუნკერსა და ქალს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია აქვთ. იუნკერი საქართველოში საფრანგეთიდან 16-ში ჩამოვიდა და ის საკარანტინე სივრციდან 18 მარტს დაბალი ტემპერატურული რეაქციით გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში. ქალი, საფრანგეთიდან 20 მარტს ჩამოფრინდა და აეროპორტიდან პირდაპირ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

„გუშინ გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ორი დაგვიდასტურდა. ახალგაზრდა ადამიანები არიან. პირველი შემთხვევა არის იუნკერი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიით. ის კარანტინიდან შემოიყვანეს 18 მარტს. კლინიკურად მასთან ძალიან სუსტადაა გამოხატული სიმპტომატიკა, იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში.

მეორე შემთხვევა არის ქალბატონი. მასაც აქვს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია. ეს ქალი 20- ში აეროპორტიდან შემოვიდა ჰოსპიტალში. მასთან სიმპტომატიკა გამოხატულია უფრო ცხელებით. სოციალური დისტანცია ორივესთან დაცულია, შეხება არ ჰქონიათ. მათი მკურნალობა, შემდგომი ტაქტიკა შეთანხმებული იქნება კლინიკურ საბჭოსთან“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.

​​გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში სულ 59 პირი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო. - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია