მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა - 25 მარტი 2020

ufleba.ge

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურბნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მეათე გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ​73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE