მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ახლა არ არის არც სამეგობროს, არც ოჯახური და არც ეკლესიებში შეკრებების დრო" - 27 მარტი 2020

ufleba.ge

ახლა არ არის არც სამეგობროს, არც ოჯახური და არც ეკლესიებში შეკრებების დრო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, უფრო ნაკლები ადამიანური კონტაქტები უნდა გვქონდეს. ძალიან მძიმეა ამისი თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველგან, ეს ეხება ყველას, მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, მათ შორის ეხება თქვენ წარმოიდგინეთ სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება თქვენ წარმოიდგინეთ დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დღეს არსებული კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად სწორედ ოჯახურ კლასტერებს უკავშირდება.

„ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროს შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში შეკრების დრო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE