მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა - 30 მარტი 2020

ufleba.ge

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ათი ნიმუშიდან ოთხზე დადებითი პასუხი მოვიდა.

გორის ჰოსპიტალში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ოთხივე ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირია.

ამ დროისთვის, ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი იმყოფება. მათგან ექვსი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

ექიმების ინფორმაციით, შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ცხელება და პნევმონია აქვს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE