მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ქვეყანაში 700-ზე მეტი სუნთქვის აპარატია" - 06 აპრილი 2020

ufleba.ge

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში 700-ზე მეტი სუნთქვის აპარატია, ამ დრომდე კი, მათი გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებულ რვა პაციენტზე გახდა საჭირო. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატების მარაგი საკმარისია.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში სუნთქვის აპარატების მარაგი საკმარისია. 188 პაციენტიდან 81 ადამიანზე იყო დაფიქსირებული ორმხრივი პნევმონია, რომელთაგან მხოლოდ რვა პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება ექვსი პაციენტი, რომელთაც კვლავ სჭირდებათ სუნთქვითი მხარდაჭერა, სამი არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი ბათუმში, ერთი გორში, ერთი ინფექციურ საავადმყოფოში.

ის მარაგი, რომელიც სახელმწიფოს მასშტაბით არის მობილიზებული და იცით, რომ ამ ეტაპისთვის, ეს არის 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთ​ელებაზე იზრუნონ ჩვენმა ექიმებმა“, – განუცხადა "პირველ არხს" ეკატერინე ტიკარაძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE