მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პაატა იმნაძე - ყველას ვთხოვ, სამედიცინო ფარები სწორად გამოიყენონ - 06 აპრილი 2020

ufleba.ge
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ სამედიცინო ფარების მოხმარების წესი განმარტა.
მისი თქმით, მხოლოდ ფარი ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს და საჭიროა მისი ნიღაბთან ერთად გამოყენება.
იმნაძის განმარტებით, ფარი აუცილებლად უნდა იცავდეს სახეს და არ იყოს მაღლა აწეული.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან, საქართველოში, უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად. ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს, ფარიც უნდა გვეკეთოს და ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული. ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი, ანუ არ უნდა იყოს აწეული“ , – განუცხადა "პირველ არხს" პაატა იმნაძემ.
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE