მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი - 14 აპრილი 2020

ufleba.ge

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 296-ს შეადგენს.

„გუშინ დილის მონაცემებით, თქვენ იცით, რომ 266 პაციენტი იყო დადასტურებული. ამ 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 86 პაცენტი ჩვენია, ჩვენთან გამოჯანმრთელებული 45 პაციენტია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში, დაწესებულებებში, საერთო ჯამში 228 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა მონაცემები და ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 69-მდე გაიზარდა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE