მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იტალიაში არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ - 14 მაისი 2020

ufleba.ge

იტალიაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს დროებით ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას მისცემენ.

საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ.

„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგს და ბოლოს მივიღებთ დასაქმების შავ ბაზარს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

ამასთან, მიგრანტებისთვის „ჯანდაცვა ადეკვატურ დონეზე“ გარანტირებული იქნება.

ახალი კანონი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე ჩავიდნენ, უფლებას მისცემს, მოითხოვონ ქვეყანაში 6 თვით ლეგალურად ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, გარდაიქმნას მუშაობის უფლებად.

შესაბამისად, სოფლის მეურნოების სექტორში, ასევე სახლში დამხმარეებად და მომვლელებად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იტალიაში ლეგალურად იცხოვრებენ და იმუშავებენ.

იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალქეებმა უნდა შეძლონ, დაამტკიცონ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ან სახლში დამხმარედ მუშაობის გამოცდილება აქვთ.

შესაბამისი დოკუმენტების შევსება მათ პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე შეეძლებათ, - აღნიშნულია "პიორველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE