მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ ჭიაბერაშვილი - საქართველოში ეკონომიკური კრიზისი კორონაკრიზისამდე იყო - 04 ივნისი 2020

ufleba.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი კორონაკრიზისამდე იყო და ფასების ზრდაც გასულ წელს ყველაზე დიდი ტვირთი იყო, რაც სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მოქალაქეებს ტვირთად აწევთ იმ პირობებში, როდესაც დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო შემოსავლები არ იზრდება.

„ეს არის მთავარი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გასცეს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, რადგან ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ – ამ სიტუაციაში გადასახადების დაწევა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის თუ არა, ასევე, იმ რეგულაციების შერბილება, რომელიც სრულიად გაუაზრებლად და დაუსაბუთებლად შემოიღო ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაიხილავენ. ანგარიშს კომიტეტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე წარადგენს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია