მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პაატა იმნაძე - ბოლო დღეებში კორონავირუსის მცირე შემთხვევები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს - 08 ივნისი 2020

ufleba.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

იმნაძე საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და დაიცვან ყველა რეკომენდაცია.

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყოთ. რა თქმა უნდა, ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო – ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომლებიც არის აუცილებელი, პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებასა და ფიზიკური დისტანცირების დაცვას“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE