ufleba.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ყველა ზომა მიღებულია და ინფექციის გავრცელების რისკი მინიმუმადეა დაყვანილი.
ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი საშიშროება იმისა, რომ სწავლა არ დაიწყოს.
გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს არსებული ეპიდსიტუაცია თუ შენარჩუნდება, ტრადიციულ სტილში სწავლის აღდგენას საფრთხე არ დაემუქრება.
„რაც პანდემია დაიწყო, ორშაბათს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ყველა ზომა არის მიღებული და მინიმუმამდე არის დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი.
ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არის არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს. თუ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, სწავლის დაწყების არავითარი საფრთხე არ არის.
სწავლა დღეს ნაწილობრივ დისტანციურია. სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია თუ ასეთი იქნება, საკითხი განხილული იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხოდმაზე და სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
წყარო: პირველი არხი