მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა რაოდენობით დაუშვებენ სტადიონზე გულშემატკივარს - 21 ივლისი 2020

ufleba.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დასწრების შემდეგ განაცხადა, რომ სტადიონებზე მაყურებლის დაშვების საკითხი იქნა განხილული.

რა რაოდენობით დაუშვებენ სტადიონზე მაყურებელს – ამის შესახებ სფფ-ს პრეზიდენტმა კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა.

„თვეზე მეტია, რაც ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა მაყურებლების გარეშე. ალბათ ნანახი გაქვთ კადრები, როცა სტადიონებს მიღმა ადამიანები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში და ეს სასურველი ნამდვილად არაა. შესაბამისად, დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი. დაშვება მოხდება შეზღუდვებით, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით და სტადიონის ტევადობის შესაბამისად. ცხადია, ვერ დავუშვებთ, რომ ყველა ერთად ისხდეს. ყველას მოვუწოდებდით, რომ დავიწვათ პროტოკოლის მოთხოვნები“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.

ზუსტად რა რაოდენობით მაყურებელს დაუშვებენ, ეს უცნობია. საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში პროტოკოლში ცვლილებები შევა მაყურებლის დაშვებასთან დაკავშირებით, მოხდება მატჩის საორგანიზაციო რეგულაციების შემუშავება და ამი შესახებ ტურამდე კლუბები ინფორმირებულები იქნებიან, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია