მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ლილოს ბაზრობაზე გამოკვლეული 3800 ადამიანიდან კორონავირუსი ხუთს დაუდასტურდა" - 31 ივლისი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე უკვე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსზე ტესტირება სხვა ბაზრებზეც ტარდება, თუმცა ამ ეტაპზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება.

„ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას. ასევე, გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები შეგროვდება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. ე.წ.  დინამოს  ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობაზე დავგეგმავთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, – განუცხადა "პირველ არხს" მინისტრმა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE